ინტელის ბლოგი
воскресенье, 21 февраля 2016 г.
суббота, 6 февраля 2016 г.
დღე მეხუთე(20.02.2016)
1. თემა,
რომელიცაქტუალურია ჩვენი
რეალობისთვის- საავტორო უფლებები და მათი დაცვა.
2. გავეცანითპრეზენტაციას:რა
არის საავტორო უფლებები. ამერიკული მოდელის მიხედვით , რა უფლებებია დაცული და რა არა. რას ნიშნავს
ლეგიტიმური გამოყენება და როგორ უნდა განვახორციელოთ ისე, რომ
არ დაირღვეს სხვისი უფლებები.ამისთვის ლეგიტიმური გამოყენების სახელმძღვანელო დაგვეხმარება.
3.გავიგეთ თუ რა ინფორმაცია უნდა მივუთითოთ საავტორო უფლებების შესახებ.
4.გავეცანით ქართულ კანონმდებლობით საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებს.
5.შევქმენით მარტივი ფორმატის გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა ვებგვერდების
მითითებით.
6.
გავეცანით პროექტის "რომეო და ჯულიეტა" მოსწავლეთა პრეზენტაციის ნიმუშს.
7. საინტერესო და სახალისო იყო ჩვენი შექმნილი პროექტის მონაწილე მოსწავლეთა მოდელირებული პრეზენტაციის შექმნა Power-Point-ის გამოყენებით.
დღე მეორე(07.02.2016)
მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის თემები და იდეები. შევეცადეთ სწორად წარმოგვედგინა პროექტის იდეების შინაარსობრივი მხარე. წინ წამოვწიეთ თემის პრობლემა, მისი განხორციელების გზები , დავუკავშირეთ რეალობას. ეროვნული სასწავლო გეგმიდან შევუსაბამეთ ჩვენ თემებს სტანდარტები. გავიგეთ, რომ შედეგებს ვარჩევთ იმის მიხედვით, რომლითაც ვაფასებთ მოსწავლეებს. " 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან" ამოვკრიბეთ ის აუცილებელი , რასაც უნდა ფლობდნენ მოსწავლეები. დავიწყეთ ბუკლეტების შექმნა. მასში ჩავსვით თემის შესაბამისი ფოტოები.
დღე პირველი(06.02.2016)
1. ვისწავლეთ და შევქმენით ბლოგი.
2.გავეცანი Viever-ის გამოყენებას, რომელიც აქამდე
ნამდვილად არ ვიცოდი. 3.შევქმენით პორთტფოლიო
და გავეცანი დოკუმენტს :პორტფოლიოს ჩეკლისტი,რომელსაც ვიყენებთ იმისათვის, რომ განვსაზღვროთ რომელ საქაღალდეში შევინახოთ ესა თუ ის დოკუმენტი.
4.ვისწავლე
დახურული ჩანართის აღდგენა
Ctrl+v+t.
5.გავეცანით
პროექტის შაბლონს, რომეო და ჯულიეტას
პროექტის გეგმას. გავიგეთ, რომ პროექტში აუცილებლად
უნდა იყოს წინ წამოწეული პრობლემა
და მისი გადაჭრის
გზების ძიება, კვლევა. პროექტი უნდა დაიგეგმოს
სააზროვნო უნარების გასავითარებლად. მოსწავლემ უნდა შეძლოს
დასკვნების გაკეთება,პრობლემის რეალურ
ცხოვრებასთან დაკავშირება, პროდუქტის
შექმნა.
6.გავეცანით XXI საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტს.
.
Подписаться на:
Сообщения (Atom)